ისრაელის ჩრდილოეთით, ბენიამინის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
დაჭრილების ევაკუაციის მიზნით შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩაფრინდა.
უპილოტო საფრენი აპარატი ლიბანიდან „ჰეზბოლამ“ სარაკეტო თავდასხმის საფარქვეშ გაუშვა.
ისრაელის მიმართულებით სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ერთმა მათგანმა ისრაელის ტერიტორიაზე ღრმად შეაღწია და ბენიამინის რაიონში ჩავარდა.
მედიის ცნობით, განგაშის სირენები არ ჩართულა.
MDA-ს ცნობით, ოთხი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხუთის მძიმეა, 14 ადამიანის კი საშუალო სიმძიმისა.