სატელიტური ფოტოების თანახმად, ანექსირებულ ყირიმში ფეოდოსიის ნავთობბაზა, რომელიც ხუთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იწვოდა, სრულად განადგურებულია. იუწყება BBC
ანალიტიკოსების თქმით, ბაზაზე სულ 12 რეზერვუარი დაზიანდა, მათგან 8 განადგურდებულია. ასევე დაიწვა ადგილზე არსებული შენობებიც.
ფეოდოსიაში ნავთობბაზაზე აფეთქებები და ხანძარი 7 ოქტომბრის ღამეს დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ყირიმში უმსხვილეს ნავთობპროდუქტების ტერმინალს.
ექსპერტების შეფასებით, , ასეთი მასშტაბის ხანძრის ჩაქრობა, შეუძლებელი იყო ვიდრე იქ არსებული ნავთობპროდუქტები სრულად არ დაიწვებოდა. მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.