ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 14 პარტია და ერთი კაოლიცია იბრძვიან.
ბოლო თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. მას ამომრჩველთა დაახლოებით 18 პროცენტი უჭერს მხარს.
მოქმედი პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამშობლოს კავშირი“ მესამე ადგილზეა 9%-იანი მხარდაჭერით. მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 12 პროცენტი ემხრობა.