აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ბანაკს შეუტია. ინფორმაციას სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს დარტყმები გაანადგურებს «ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობს, დაგეგმოს, მოაწყოს და განახორციელოს თავდასხმები შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშულია განცხადებაში.
იმის შესახებ თუ სირიის რომელ კონკრეტულ რაიონებში განხორციელდა დარტყმები, ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია რამდენი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.