რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, მოჰამედ ალის გამზირზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზი აფეთქდა.
დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი.
აფეთქების ტალღამ ავზი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაისროლა და და მისი მცირე ნაწილი დააზიანა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ოთხი ადამიანის დაღუპვაზე პასუხისმგებელი პირები კანონის სიმკაცრით აგებენ პასუხს.