რუსეთის, ინგუშეთის რესპუბლიკაში, შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელია.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები თავდამსხმელების დასაკავებლად. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოკლულები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.
ავტომობილი ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს ეკუთვნოდა.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რესპუბლიკის მეთაურმა მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა განაცხადა, რომ ინგუშეთში პოლიციელებზე თავდასხმა მათ შორის მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.