რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კრასნოდარის მხარეში 17 დრონი მოიგერიეს, 16 ჩამოაგდეს აზოვის ზღვაზე, 12 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და კიდევ ორი ბელგოროდის ოლქში.
კრასნოდარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რეგიონის ორ რაიონში სახლები დაზიანდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.