საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, რომელიც გამოიყენება ღაზის სექტორსა და ლიბანზე თავდასხმისთვის.
„ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა ღაზასა და ლიბანში ომის დასასრულებლად“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი წინადადება არ არის დაკავშირებული ისრაელის განაარაღების მიოწოდებასთან, რომელიც ბოლო დროს ხშირად ისმოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელი დაადანაშაულა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ სროლაში. მისი თქმით, მიუღებელია, რომ გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების განზრახ სამიზნეები არიან.
ისრაელში კი აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს გაერო-ს პოსტთან ახლოს საფრთხეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.