სექტემბერი უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი თვე იყო.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times (NYT) ამერიკული არმიის მაღალი რანგის წარმომადგენლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეს სექტემბერში რუსეთის დანაკარგების შესახებ კონკრეტულიმონაცემებზე არ უსაუბრია.
NYT წერს, რომ ამერიკელი და ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსების მსხვერპლი დღეში საშუალოდ 1200 ადამიანს შეადგენს, რაც ოდნავ აღემატება მაისის მონაცემებს.
ამავდროულად, გამოცემა აშშ-ის შეფასებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთმა დაკარგა 600 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის115 ათასი მოკლული და 500 ათასი დაჭრილი რუსი ჯარისკაცი.
აშშ ასევე ვარაუიდობს, რომ დიდი დანაკარგებია უკრაინის მხრიდანაც. NYT-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ შეაფასა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, შესაძლოა, საიბარი იყოს 57,5 ათასზე მეტ დაღუპულსა და 250 ათასზე მეტი დაჭრილ სამხედროზე.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთი ყოველთვიურად იწვევს 25000-დან 30000-მდე ახალ ჯარისკაცს, დაახლოებით იმდენივეს, რამდენიც ტოვებს ბრძოლის ველს.
მათი თქმით, ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე ჯარები ისევ გაგზავნოს.