უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ეს რომის პაპისა და უკრაინის პრეზიდენტის მესამე შეხვედრაა.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო.
"ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში, ყველაფერი, რაც ეხება პატიმრებსა და დეპორტირებულებს, რჩება უკიდურესად მტკივნეულ საკითხად. მოზრდილები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ტყვეობაში მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა. და რუსულ ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ოკუპირებული ტერიტორიის თემების ლიდერები, უბრალო ხალხიც კი, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს დაიჭირეს", - წერს ზელენსკი.