რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი არ სურს ისაუბროს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
"უკრაინა მზადაა სამართლიანი მშვიდობისთვის", - თქვა ანალენა ბერბოკმა ბერლინში, სადაც პარასკევს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
„პუტინი უარს ამბობს, მიიღოს მშვიდობის გზავნილები და პირიქით, ყოველდღიურად მისგან მხოლოდ ომის გზავნილები გვესმის. ამ დღეებში ის გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვისაც კი არ არის მზად“, – განაცხადა ბერბოკმა.