ქარიშხალ „მილტონს“, რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს ხუთშაბათს ღამით დაატყდა თავს, 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები წინასწარია და ხელისუფლებას ჯერ არ აქვს შტატის ყველა მაცხოვრებლის ზოგადი სია, ვინც კატასტროფის მსხვერპლი გახდა.
დაიტბორა ქალაქი ორლანდო. ძლიერ დაზიანდა საავტომობილო გზები, ზოგიერთ მონაკვეთზე კი მთლიანად ჩამოიშალა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ეკლესიები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები.
ფლორიდის შტატში 3 მილიონი საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ დასახლებულ პუნტქს კი წყალი არ მიეწოდება.
მიყენებული ზარალის ოდენობის ზუსტი შეფასება ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ზარალი მნიშვნელოვნად დიდი იქნება.