აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საშუალო კლასის ამერიკელების მნიშვნელოვან სეგმენტში პოპულარობით გაასწრო თავის რესპუბლიკელ კონკურენტ დონალდ ტრამპს; საუბარია, კერძოდ, გარეუბნების მცხოვრებლებზე. ამის შესახებ Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
გარეუბნების მაცხოვრებლები შეადგენენ ამერიკის ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარს და არიან ეთნიკურად მრავალფეროვანი, როგორც მთელი ქვეყანა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა აჯობა ტრამპს გარეუბნების ოლქებში დაახლოებით ექვსი პროცენტული პუნქტით.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩევლები არჩევნების წინ ნომერ პირველ საკითხად ეკონომიკას მიიჩნევენ.
ბაიდენის მიერ არჩევნების დატოვებამდე, ივნისსა და ივლისში ჩატარებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვებში, გარეუბნების ამომრჩევლებს შორის ტრამპი 43%-ით ლიდერობდა, ბაიდენს კი 40%-მდე მხაარდაჭერა ჰქონდა.
ჰარისმა სხვაობის შემცირება დაიწყო, როდესაც ივლისში თავის კამპანიას შეუდგა და ტრამპს გაუსწრო, ახლა გარეუბნების 47% მას უჭერს მხარს, 41% კი - ტრამპს, სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჰარისს მხარს ურეს ქალაქგარეთ მცხოვრებთა 47 პროცენტი, 41 % კი ტრამპს ემხრობა.
4-7 ოქტომბერს ჩატარებული ექვსი გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჰარისი ლიდერობს ტრამპზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის 3 პროცენტული პუნქტით, 46% (ჰარისი) 43% (ტრამპი).