დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში ნავთობაზაზე, რომელიც 6 ოქტომბრიდან უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შემდეგ იწვის, ხუთშაბათს კიდევ ერთი ტანკერი აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრუვი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
ეს ტერმინალი ყველაზე დიდია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობის თვალსაზრისით. ის გამოიყენებოდა, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
7 ოქტომბრის დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში ნავთობის საცავი დაიწვა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე, ასევე რუსეთის კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში, გასულ ღამეს 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ფეოდოსიაში ოკუპანტების ნავთობტერმინალზე დარტყმები დაადასტურა.