ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტში განიხილავენ დასავლეთ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას ახალწვეულების მოსამზადებლად. იუწყება The Times
გამოცემის წყაროების განცხადებით, განხილული გეგმების მიხედვით, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების მცირე ჯგუფებს შეუძლიათ გაემგზავრონ დასავლეთ უკრაინაში, რათა ჩაატარონ ინტენსიური საბაზისო მომზადება ახალწვეულებისთვის ფრონტზე წასვლამდე.
გამოცემის თანამოსაუბრების თქმით, ეს მოაგვარებს ზოგიერთ ლოჯისტიკურ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია უკრაინელი სამხედროების ბრიტანულ ბაზებზე საწვრთნელად გაგზავნასთან და ასევე დაიზოგება თანხებიც.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტში ჟურნალისტების ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე წვრთნების ნაცვლად უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების გაგზავნა „ჩვენთვის უფრო იაფი და მათთვის უკეთესი იქნება“.
”ჩვენ [სწავლების] ჩატარება იქ უფრო სწრაფად შეგვეძლო და ეს იქნებოდა ძალიან შორს ფრონტის ხაზისგან, იზოლირებულ ადგილებში, ასე რომ რისკი გაცილებით დაბალი იქნებოდა,” - განმარტა მან.
თავის მხრივ, გამოცემის უკრაინელმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ წვრთნების უკრაინაში გადატანა შეიძლება გახდეს „ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური სიგნალი“ სხვა ქვეყნებისთვის და თავად რუსეთისთვის.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს გახდება "ძლიერი შემაკავებელი საშუალება".
უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა ყოფილმა მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა გაგზავნოს ჯარები უკრაინის არმიის მომზადებასა და მხარდასაჭერად.