უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ამ კვირაში რომში ყოფნისას მოლაპარაკებებს გამართავს მელონთან.
ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებებისას „ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მაკრონს თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, წამოაყენა საბრძოლო მასალისა და უკრაინისთვის შეზღუდვების მოხსნა დასავლური შორი დისტანციური იარაღის გამოყენებაზე, ასევე დაფინანსების მოზიდვის საკითხი, რათა უკრაინამ შეძლოს მეტის საკუთარი მოიერიშე დრონების დამზადება.
ქვეყნების ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხსაც.