უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან განიხილა უკრაინის "გამარჯვების გეგმა" რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში.
ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, ზელენსკი, ლონდონში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა.
უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა ახალი ზამთრის სეზონის წინ და ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლების ფონზე.
ზელენსკის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარება რთულია და ზოგიერთი სახის იარაღის დიდი დეფიციტია.
მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ, ზელენსკიმ ასევე უარყო ვარაუდები, რომ მან ევროპელ ლიდერებთან განიხილა რუსეთის ფედერაციასთან ომში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობები.
„ეს არ არის ჩვენი დისკუსიის თემა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და მსგავს გზავნილებს მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის მცდელობა უწოდა.
როგორც ელისეის სასახლეშო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ზელენსკისთან მოლაპარაკებები მაკრონისთვის არის შანსი, რომ „დაადასტუროს საფრანგეთის გადაწყვეტილება, უზრუნველყოს გრძელვადიანი, თანმიმდევრული მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელ ხალხის მიმართ, ყველა პარტნიორთან ერთად“.