ქარიშხალ “მილტონს”, რომელიც აშშ-ს ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს ხუთშაბათს ღამით დაატყდა თავს, თან მოჰყვა 70 მ/წმ-მდე სიჩქარის ტორნადოები და ძლიერი წვიმა, რომელმაც დატბორა სანაპირო ზოლის ნაწილი. სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
დილით, სენტ-ლუსიის რაიონის ხელისუფლებამ ოთხი დაღუპულის შესახებ განაცხადა. შუადღისთვის, როცა ქარიშხალი ნახევარკუნძულზე უფრო ღრმად შევიდა, დაფიქსირდა კიდევ სამი მსხვერპლი.
ხუთშაბათს, ფლორიდის შტატის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მაცხოვრებლები, რომლებიც შტატიდან გაემგზავრნენ, სახლში დაბრუნებისგან თავი შეეკავებინათ.
სერიოზულად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესიები, სავაჭრო და საოფისე შენობები, თუმცა სტიქიის ზუსტი ზარალი ხელისუფლებას ჯერ არ დაუთვლია.
დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ფლორიდაში დაახლოებით 3 მილიონი შენობა კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ზოგიერთ დასახლებას კი წყალი არ მიწოდება.
„მილტონი“ აგრძელებს მოძრაობას ატლანტის ოკეანეში, მაგრამ შტატის ბევრი რაიონი ჯერ კიდევ დატბორილია, ამიტომ მაშველებმა ადგილობრივ მოსახლეობამდე ნავებით უნდა მიაღწიონ.
გუბერნატორმა რონ დესანტისმა გააფრთხილა, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არ არის სრულად გადაჭრილი: უახლოეს დღეებში ნალექის გაგრძელდება და წყლის დონე მოიმატებს, გაიზრდება დატბორილი ტერიტორიის ფართობიც.