ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ, თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რაც ჩაიდინა, აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ.
შამბას თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ფორმულირებაზე - „ოკუპირებული ტერიტორიები“, რომელიც მისი თქმით, ხელს არ უწყობს ურთიერთობების დარეგულირებას.
კრემლის მარიონეტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის „პოლიტიკური სტატუსი“ არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.