უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. იუწყება Reuters.
ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის პარიზში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა ფრანგული მხარის განცხადებით.
ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც ის შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერსა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.
კირ სტარმერმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.