ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში უმასპინძლა.
ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს.
ამასთან, კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესაც უმასპინძლა, რომელთან შეხვედრაზე თქვა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, რომ ის და სტარმერი შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეებთან ერთად "გამარჯვების გეგმაზე" იმუშაონ.
ზელენსკი 10 ოქტომბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.
ასევე არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზელენსკის 11 ოქტომბერს ბერლინში ელოდებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.