ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
38 წლის სპორტსმენმა განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“მინდა, გაცნობოთ, რომ ჩოგბურთის პროფესიონალური კარიერა დავასრულე. ძალიან რთული წლები გავიარე, განსაკუთრებით, ბოლო 2 სეზონი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი იწყება და სრულდება. მადლობა ყველას, მადლობა ჩოგბურთო” - განაცხადა რაფაელ ნადალმა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერის მანძილზე 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ის ოლიმპიური ჩემპიონია როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა (2016) თანრიგში.
ნადალის ბოლო ტურნირი დევისის თასი იქნება, რომელიც მალაგაში ჩატარდება, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.