უკრაინა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს კურსკის ოლქის ნაწილის შერნარჩუნებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ არის ოკუპირებული. ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომარაგების სისტემა ჩამოაყალიბეს, მათ შორის საბრძოლო მასალების, რომლის დეფიციტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცოტა ხნის წინ შეექმნა.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, რუსეთის ძალებმა აქამდე განახორციელეს მხოლოდ შეზღუდული კონტრშეტევები კურსკის ოლქში, რადგან ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებზე,
როგორც Bloomberg-იწერს, უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე, შიშობდა, რომ ოპერაცია კურსკის ოლქში, რომელმაც თავდაპირველად სწრაფი წინსვლის შთაბეჭდილებას ქმნიდა, შესაძლოა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალიან ძვირი დაუჯდეს, თუ რუსეთი კონტრშეტევას განახორციელებს და განდევნის უკრაინულ ჯარებს.
თავის მხრივ, Corriere della Sera წერს, რომ კიევში მიაჩნიათ, რომ კურსკის ოლქის დატოვება უკრაინელების სიცოცხლის თვალსაზრისით კიდევ უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იქ დარჩენა, რადგან რუსეთის ჯარებს შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიიდან გაყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების დევნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ აპირებს კურსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ვაჭრობის საშუალებად მოლაპარაკებებში გამოიყენოს. თუმცა, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომრუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გამოუჩენია მზადყოფნა ამის განსახორციელებლად.