უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 ოქტომბერს ეწვევა ლონდონს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრთან კირ სტარმერთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან. იუწყება Reuters
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერის თქმით, ზელენსკის ვიზიტი ემთხვევა რუტეს ლონდონში ვიზიტს.
"ის {სტარმერი} კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, სტარმერის შეფასებით რუსეთთან ომი "კრიტიკულ წერტილში" იმყოფება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი 10 ოქტომბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.
ასევე არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზელენსკის 11 ოქტომბერს ბერლინში ელოდებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.