9 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ დრონების საწყობს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, სოფელ ოქტიაბრსკის მახლობლად. ამის შესახებ ინორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მოიერიშე ჯგუფი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, თავს დაესხა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შესანახ ბაზას, რომელიც მდებარეობს სოფელ ოქტიაბრსკის მახლობლად. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე მოიერიშე დრონი ინახებოდა.
ობიექტური კონტროლის შედეგების საფუძველზე დაფიქსირდა ზუსტი დარტყმა მიზანში. ადგილზე განმეორებითი აფეთქება მოხდა.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზის განადგურება საგრძნობლად შეამცირებს რუსი ოკუპანტების უნარს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში დაატეროროს მშვიდობიანი მოსახლეობა.