საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმენთს ხუთშაბათს,10 ოქტომბერს პარიზში შეხვდებიან. იუწყება Le Monde ელისეის სასახლისს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ზელენსკის და მაკრონს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ელისეის სასახლეში იგეგმება.
„ეს შეხვედრა იქნება შესაძლებლობა რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის გადაწყვეტილება, გააგრძელოს შემდგომი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - ნათქვამია კომუნიკეში.
როგორც ცნობილია, 9 ოქტომბერს მაკრონი საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან ერთად ეწვია 155-ე ბრიგადის უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც წვრთნებს გადიან აღმოსავლეთ საფრანგეთში, გრანდ ესტის რეგიონში და წარმატებები უსურვა.
ასევე არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზელენსკის პარასკევს, 11 ოქტომბერს ბერლინში ელოდებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
ეს ვიზიტი მომზადებული იყო 12 ოქტომბერს ამავე სახელწოდების ავიაბაზაზე რამშტეინის ფორმატის შეხვედრის თარიღისთვის, რომელიც საბოლოოდ გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ლიდერთა დონის შეხვედრა, როგორც ეს ამ კვირაში იყო დაგეგმილი.