აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
ლიდერებს შორის საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.
ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე.
„აშშ-სა და ისრაელის მთავრობას ირანის თავდასხმის შემდეგ ჰქონდათ მოლაპარაკებები, რაც გაგრძელდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის“,- ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი.