Turkish Airlines პილოტი დისტრიქხინ ფეჰლივანი სიეტლი-სტამბოლის რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესმდივანმა იაჰია უსტიუნმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, Airbus 350-ის 59 წლის კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და ექიმების რეგულარული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ფრენის დროს მან გონება დაკარგა.
”როდესაც ბორტზე მისთვის მიწოდებული პირველი სამედიცინო დახმარება არაეფექტური იყო, ეკიპაჟმა, რომელიც შედგებოდა პირველი ოფიცრისა და მეორე პილოტისგან, გადაწყვიტეს გადაუდებელი დაშვება, მაგრამ თვითმფრინავის კაპიტანი დაშვებამდე გარდაიცვალა”, - წერს უსტიუნი X-ზე.
მისივე თქმით, თვითმფრინავი მგზავრებით ნიუ იორკში დაეშვა.