სინოპი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო რეისების დანიშვნა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ლევან ვარშალომიძე თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ სინოპის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქალაქ სინოპსა და აჭარის რეგიონს შორის შესაძლო ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაეცვნენ და შავი ზღვის რეგიონის ერთობლივად განვითარების შესახებ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
მოლაპარაკების შემდეგ სინოპი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო რეისების დანიშვნა იგეგმება, რომელიც რეგიონებს შორის ტურისტულ მიმოსვლას გაამარტივებს.