“ქართული ოცნება” საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველების გული ევროპისთვის ძგერს. ქუჩებსა და სკვერებში ახალგაზრდა ადამიანები აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როგორც თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოს. ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ქართველი დემოკრატები ჩვენგან ელოდებიან, რომ გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, კრემლთან გარიგება დადო და თან ევროპას დაუახლოვდე. შეუძლებელია, გააგრძელო ანტიდემოკრატიული კანონების წინ წაწევა და თან დაუახლოვდე ევროპას, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი სამუდამოდ და თან დაუახლოვდე ევროპას. ცუდად შერჩეული სახელწოდების მქონე პარტია ქართული ოცნება საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით“, - განაცხადა რაფაელ გლუკსმანმა.