მექსიკის გერეროს შტატის დედაქალაქ ჩილპანსინგოს მერი, 43 წლის ალეხანდრო არკოსი 6 ოქტომბერს მოკლეს. იუწყება Reuters.
არკოსი მოკლეს 30 სექტემბერს გერეროს შტატის დედაქალაქ ჩილპანსინგოს მერის თანამდებობის დაკავებიდან ექვსი დღის შემდეგ.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გერეროს შტატის გუბერნატორმა ეველინ სალგადომ დაადასტურა.
მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არკოსის სიკვდილს "გლოვობს მთელი ჰერეროს საზოგადოება".
შტატის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობას იძიებს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ალეხანდრო არკოსი მოკლეს მას შემდეგ, რაც WhatsApp-ზე თავმოკვეთილი მერის ფოტოები გავრცელდა.
Reuters აღნიშნავს, რომ ფოტოს ავთენტურობას ვერ ადასტურებს.
გამოცემა El Financiero იტყობინება, რომ არკოსის ცხედარი ვილიას დელ რობლეს რაიონშიიპოვეს .
ალეხანდრო არკოსის მკვლელობამდე სამი დღით ადრე ქალაქის საბჭოს ახალი მდივანი, ფრანცისკო ტაპიაც მოკლეს.
ჩილპანსინგოს დაახლოებით 280,000 მოსახლე ჰყავს და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.