რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაია გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ IT-სთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის ჯერ მინიჭებას, შემდეგ კი მოხსნას.
"რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, რადგან თუ მას მიაჩნდა, რომ კანონს სწორად აღასრულებდა, მაშინ რას ნიშნავს ასე, მოლაპარაკებებით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თამარ კორაიამ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო, თუმცა, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.