ბიძინა ივანიშვილი დარჩა აბსოლუტურად გარიყული არ მარტო დასავლური დემოკრატიული სამყაროსგან, არამედ რუსეთისგანაც, ეს ფაქტია და ის ვერსად წაუვა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი დარჩა აბსოლუტურად გარიყული არ მარტო დასავლური დემოკრატიული სამყაროსგან, არამედ რუსეთისგანაც, ეს ფაქტია და ის ვერსად წაუვა, ასე იცის ქვეყნის ღალატმა, არავის სჭირდება ქვეყნის მოღალატე, არც იმას, ვის სასარგებლოდაც ღალატობს ქვეყნის ინტერესებს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. რაც ჩვენ მივიღეთ 12 წლის თავზე, არის შეუსრულებელი დაპირბები და რაც მთავარია, ჩვენ ვართ დაცილებული ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, ევროპას, რომელიც დღეს ყველაზე უფრო ახლოსა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს სხვა არჩევანს.
ივანიშვილი არც რუსეთში არ უნდათ, მან უნდ იპოვოს თავისი ადგილი და ხელისუფლება დათმოს, ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, უნახავს სამყაროს, რითიც მთავრდება“, - განაცხადა გვარამიამ.