საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი დიპლომატი რიჩარად ჰოლბრუკი ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში იდეალისტად დაახასიათა.
პრეზიდენტის თქმით, რიჩარდ ჰოლბრუკმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, იდეალიზმი ეფექტიანი იყოს.
"მახსოვს, როცა რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ხალხმა არ იცოდა, რა ექნა, ზოგი გვაძლევდა რჩევას, რომ მთავრობას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, პუტინმა ჩემი სხეულის გარკვეული ნაწილების ჩამოკიდების პირიბა დადო და მეც მირჩევდნენ გავრიდებოდი, მაგრამ ამ დროს რიჩარდი ჩემს გვერდით იდგა და რჩევას მაძლევდა რომ უნდა გვებრძოლა უკანასკნელ კაცამდე, სისხლის უკანასკნელ წუთამდე, რადგან ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით," _ აღნიშნა სააკაშვილმა.