უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ ლიდერს „გამარჯვების გეგმა“ უნდა წარუდგინოს.
ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონზე, ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდის და 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.
შეგახსენებთ, ბაიდენთან შეხვედრამდე ზელენსკი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა და მათ "გამარჯვების გეგმის" ძირითადი პუნქტები გააცნო.