“არჩევნებამდე ჩვენ კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ ივანიშვილის ხელისუფლებისგან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მათ სისუსტეზე და მოახლოებული პოლიტიკური აღსასრულის დადგომაზე მეტყველებს”,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური ძალის მთავარი საკეთებელი, მოახლოებული გამარჯვების რწმენის ყველა ოჯახამდე მიტანა უნდა გახდეს:
“ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა არაფერი აქვს სათქმელი, დასრულებულია.
მთავარია ახლა არ დაგვეზაროს და ეს გამარჯვების რწმენა მივიტანოთ ყველა ოჯახში.
არჩევნებამდე ჩვენ კიდევ უამრავ უმსგავსობას და სახის დაკარგვას ვნახავთ ივანიშვილის ხელისუფლებისგან მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მათ სისუსტეზე და მოახლოებული პოლიტიკური აღსასრულის დადგომაზე მეტყველებს.
ეს იმას არ ნიშნავს რომ გამარჯვება თავისით მოვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ყველა ოპოზიციური ძალის მთავარი საზრუნავი, მთავარი საკეთებელი უნდა გახდეს ამ მოახლოებული გამარჯვების რწმენის ყველა ქართულ ოჯახამდე მიტანა.
ჩვენ არ ავყვებით ქოცებს უმსგავსობაში, გამარჯვება ახლოსაა!
წინ ევროპისა და კეთილდღეობისკენ!
არა იზოლაციასა და სიღატაკეს! “ - განაცხადა მანჯგალაძემ.