თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, - ამის შესახებ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ყვარლის შემდეგ თელავში გაიმართა.
პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას დ კოალიციის შემდგომი გეგმები გააცნეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ დღეს თელავში ვართ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია , თელავს კარგად ახსოვს მისი ნაკეთები საქმეები , და ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენი თვალით ვნახოთ. თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის რომ გაიმარჯვოს საქართველომ , გაიმარჯვოს რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, და რომ ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, როდესაც ადამიანები შრომობენ და ადამიანებს რომლებიც საქმეს აკეთებენ , შრომა უფასდებათ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.