რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამხედო მოსამსახურე და მისი დედა დააკვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსლი მედია ფედერალური უშიშროების სამსახურის პრეს სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფომაციით, რუსეთის ეფ-ეს-ბეს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის ოფიცერი და მისი დედა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
"ფედერალური სამსახურის ორგანოების მიერ სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულულია სამხრეთის სამხედრო ოლქის უფროსი ლეინტენატი დავიდ რუსლანის ძე ალიევი, რომელიც ქართული სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდია სამხედრო ოლქის ჯარების შესახებ, ასევე დაკავებულია მისი დედა - ირინა ალიევი, რომელსაც ბრალი შვილის მიერ გადაცემული ინფორმაციის ქართული მხარისთვის მიწოდებაში ედება", - ნათქვამია ეფ-ეს-ბე-ს განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება უკვე წაუყენეს.