ჩვენმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა. მათ ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე მათ ექნებათ 1000 ლარიანი პენსია, უზრუნველყოფილი იქნებიან მედიკამენტებით და კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხი გაუნულდებათ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი პენსიონერ ცოლ-ქმარს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და პენსიონერებისთვის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა გააცნო.
„ჩვენმა ბებია ბაბუებმა, დამსახურებულმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ ჩვენს პენსიონერებს გავაცანით პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1000 ლარიან პენსიას და ჩვენი პირველი საქმე გამარჯვებისთანავე იქნება, რომ სასწრაფოდ მოვახერხოთ ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა.
ჩვენი მეორე დაპირება უკავშირდება მედიკამენტებს, რადგან ამ ოჯახში პენსიონერებს ფაქტობრივად თვეში 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება და ამაზე თანხას არ უნდა ხარჯავდეს და ბანკიდან სესხი არ უნდა გამოჰქონდეს პენსიონერს, ამიტომ ჩვენი შემდეგი შეთავაზებაა, რომ მედიკამენტით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენი პენსიონერები.
კაბალურ პირობებში აღებული სესხი ჩამოეჭრებათ ჩვენი გამარჯვებისთანავე ჩვენს პენსიონერებს და ამ ოჯახშიც ქალბატონს აქვს საპენსიო სესხი და ეუბნებიან, რომ 2030 წლამდე უნდა იხადოს და თურმე იმ მინიმალურ პენსიას, რომელსაც იღებს, იქიდან კიდე 100 ლარი ყოველთვიურად უნდა დაუკავდეს, ამიტომ ჩვენ ვპირდებით, რომ ამ კაბალურ პირობებში ივანიშვილის, ლიბერთი ბანკის საბანკო ოლიგარქიით წართმეულ თანხებს დავუბრუნებთ ამ ადამიანებს უკან, საპენსიო სესხი გაუნულდებათ, აიღებენ 1000 ლარიან პენსიას, ექნებათ უზრუნველყოფილი მედიკამენტები და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბებია ბაბუებს, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა