ავტოსაგზაო შემთხვევა წიწამურის გზაზე, როგორც "ჩემი ქალაქი მკლავს" Facebook-ზე წერს, ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაცია მედიას შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.