გიორგი შანიძე თავისუფალია. საქართველოს პრეზიდენტმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძე შეიწყალა. შეწყალების შესახებ განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს გამოსცა.
გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა კაცს „აგენტების კანონის“ გაპროტესტების გამო 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პოლიციამ გიორგი შანიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).
გიორგი შანიძე მანამდე უკრაინააში იბრძოდა.