წალენჯიხის რაიონის საკრებულოს საქმის წარმოების სამსახურის უფროსმა თავი მოიკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ტარიელ კაკაჩია წყლის მილზე ჩამომხჩვალი საკრებულოს შენობის დამლაგებელმა დღეს დილით იპოვა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კაკაჩია კონსულტაციაზე ნევროპათოლოგთან იმყოფებოდა, რომელმაც მას დამამშვიდებელი მისცა.
ცნობისთვის, 20 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს თავი ტარიელ კაკაჩიას მამამაც მოიკლა, რომელიც ადგილობრივი სკოლის პედაგოგი იყო.