არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.
საგამოძიებო უწყებაში აღნიშნულის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა