სამართალდამცველებმა ცოლის მეგობრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 50 წლის ბორია კამიშევია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კამიშევმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
"მან ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა ცოლს თამილა ნუკურაძეს და მეზობელს, გოჩა გამსახურდიას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თამარ ნიკურაძე კი გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108 -ე მუხლებით მიმდინარეობს.