ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო, დოკუმენტირებული უარი საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან ძალის მუქარაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ’,- ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კრემლის მარიონეტული რეჟიმის განცახდებით, „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ვექტორი შეგნებული არჩევანია.
„სამწუხაროდ, ოსი ხალხის ისტორიაში ძალიან ბევრი სისხლიანი ლაქები და მოუშუშებელი ჭრილობები დაეს საქართველოს პოლიტიკამ და ქართველმა პოლიტიკოსებმა 1920, 1989-2004 და 2008 წლებში.
ჩადენილი ქმედებების გაცნობიერების გარკვეული ტენდენცია, რომელიც დღეს გადაიცემა საარჩევნო პროცესის ლოგიკის კონტექსტში, როგორც ჩანს, მომავალში პრაქტიკულ ზომებს გულისხმობს.
ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო, დოკუმენტირებული უარი საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან ძალის მუქარაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
"სამხრეთ ოსეთის განვითარების პოლიტიკური ვექტორი ისტორიულად შეგნებული არჩევანია, რომელიც განპირობებულია რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით, რომელიც არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი" - ნათქვამია კრემლის მარიონეტული რეჟიმის განცხადებაში.