არჩევანი მარტივია, ჩემო ძვირფასები, ამიტომ არის მოწოდება, რომ ქუდზე კაცი, რომ განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი, რობიკო სტურუა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ახლა უკვე ჩვენი გუნდის წევრები, ლაშა ბექაური და ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ ნაცხროვამ, ამ უსამშობლო და უჯიშო ადამიანებმა, ამ ლიბერალ-ფაშისტებმა არაერთხელ შეურაცხყვეს, აგინეს, რა ვიცი, რა სიტყვებით არ მოიხსენიებდნენ და ვინ? ვინ არიან ამის საპირწონე? - შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, რომელიც უცხო ტელევიზიაში გამოდიოდა და შავ ხვრელებს აბრალებდა საკუთარ სამშობლოს, კანდელაკი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, ახლა ჩასული ეს გიგაურები, არასამთავრობოები, რომლებიც ასეთ დღეში არიან და ასე ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას.
არჩევანი მარტივია, ჩემო ძვირფასები, ამიტომ არის მოწოდება, რომ ქუდზე კაცი, რომ განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.