დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ვაკე-საბურთალოს რაიონში პოლიციის ახლადაშენებული შენობა გახსნეს.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯით და ინვენტარით.
შენობა მთლიანად გამჭვირვალეა, რაც ვანი მერაბიმნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოლიციის ინტეგრაციას საზოგადოებასთან.
"ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში იმუშავებენ პოლიციელები. თბილისში მათი მუშაობის პირობები ერთი ასად არის გაუმჯობესებული. რაც მთავარია კარგი სამუშაო პირობები აისახება მათი მუშაობის ხარისხზე და საბოლოო ჯამში თითითოეული მოქალქქის სუსაფრთხიოებაზე", _ განაცხადა გიგი უგულავამ.