დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები არიან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამნ განაცხადა
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მართავს ღონისძიება - "ერთიანობა“ - პასუხობს ხალხს“ - სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მოქალაქის კითხვა - „რუსული კანონის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებზე მისვლა და არ ვარ კარგი წარმოდგენის ქართულ პოლიტიკურ კლასზე, ამიტომ მაინტერესებს რით განსხვავდებით თქვენ სხვა პოლიტიკოსებისგან და რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?“
„მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, მეც არაერთხელ ვყოფილვარ იმედგაცრუებული პოლიტიკით ან პოლიტიკოსებით. ძალიან არ მიყვარს სიყალბე, ოპორტუნიზმი და სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე ასოცირებული პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ - დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები არიან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგან ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია და შესაძლებლობა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გაცილებით უფრო აქტიურად არიან ჩართულები, ვიდრე გასული წლების მანძილზე და მჯერა, რომ ეს არის ის არჩევნები, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ახალგაზრდები იტყვიან.“- ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას.