21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ "ინანიებს".
მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. გამოძიების განცხადებით, მან თბილისში, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალი "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით" მოკლა. ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.