მოქალაქე ლექსო სამხარაძეს, რომელსაც აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, სასამართლომ 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამხარაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
28 მაისს, აგენტებისკანონისთვის საბოლოოდ ხმის მიცემის შემდეგ, ლექსო სამხარაძე მანქანაში მსხდარ დეპუტატებს, აგინებდა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მარკეტის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.